ამერიკელების დამსახურებაა, დღეს რომ სანაპირო დაცვა ერთ-ერთ მაღალ დონეზე გვაქვს - გომელაური

შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური სანაპირო დაცვის გაძლიერებაში აშშ-ის როლზ უსვამს ხაზს.

როგორც მან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, შსს გააგრძელებს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ ქვეყნის დასახმარებლად.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე აშშ-ის იმ ოფისებს, რომლებიც წლებია, მილიონებს ხარჯავენ როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე, სანაპირო დაცვაზე. დღეს რომ სანაპირო დაცვა გვაქვს ერთ-ერთ მაღალ დონეზე — 2008 წლის შემდეგ, როცა თითქმის გაგვინადგურეს ომის შედეგად, არის ამერიკელების დამსახურება,“ - განაცხადა გომელაურმა.