დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია

3 მარტს, დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ფუათ ოქთაისთან. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს ყვავილებით შეამკობს.