ბორელი კიევში: რუსეთის იზოლაციას გავაგრძელებთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას უნდა მიეწოდოს დახმარება არამხოლოდ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება, არამედ - რაც კიევს სჭირდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და სანქციებს: ჯერჯერობით მივიღეთ 12 პაკეტი. მე-13 პაკეტზე მუშაობა გრძელდება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე. რუსეთმა უკრაინაში გამოწვეული ზარალისთვის პასუხი უნდა აგოს,“ აღნიშნა ბორელმა.