ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევი 93.9%-ით ლიდერობს

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს.

ააერბაიჯანული მედიის ცნობით, შედეგებს აზერბაიჯანის „მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ლიგა“ და ამერიკული Oracle Advisory Group-ი ერთობლივად ჩატარებულ ეგზიტპოლზე დაყრდნობით ავრცელებენ.


1.8% - აქვს დამოუკიდებელ კანდიდატს ზაჰიდ ორუჯს; 1.5% - “დიდი წესრიგის პარტიის” კანდიდატს, ფაზილ მუსტაფას; 1.2% - “სრულიად აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიის” წარმომადგენელ გუდრათ ჰასანგულიევს; 0.9% - “ნაციონალური ფრონტის პარტიის” კანდიდატს რაზი ნურულაევს; 0.4% - “დიდი აზერბაიჯანის პარტიის” კანდიდატს ელშად მუსაევს; 0.3% - დამოუკიდებელ კანდიდატს ფუად ალიევს.