ჯო ბაიდენი: მაისის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი იქნება

აშშ-ის ჯო ბაიდენი განცხადებით, მაისის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა ზრდასრულისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბაიდენის განცხადებით, ქვეყანა ვირუსის წინააღმდეგ საჭირო რაოდენობის ვაქცინას მიიღებს და ეს 2 თვით ადრე მოხდება, ვიდრე დაგეგმილი იყო.

„ჩვენ ახლა გზაზე ვართ, რომ მაისის ბოლოს ამერიკაში ყველა მოზრდილი ადამიანისთვის საკმარისი ვაქცინა გვქონდეს მომარაგებული”, - განაცხადა ბაიდენმა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დასასრული ჯერ კიდევ შორის არის და მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს.

მისივე გაცხადებით, ვაქცინის მომარაგება ერთი საკითხია, თუმცა მოსახლეობას სჭირდება დარწმუნება, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ჩაიტარონ.

შტატებს უკვე მიღებული აქვს 76 მილიონზე მეტი ვაქცინაციის დოზა, რაც მოსახლეობის 15.3% მოიცავს. მიუხედავად ბაიდენის განცხადებისა, ზოგიერთი შტატი შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს, რათა ეკონომიკა გააძლიერონ.