Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება

გავლენიანი საერთაშორისო უფლედამცველი ორგანიზაციის, Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და შეფასების 100 ბალიან შკალაზე მხოლოდ 60 ქულით ფასდება, რაც გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ორგანიზაციის შეფასებაში საქართველოს 61 ქულა ჰქონდა მინიჭებული. 2018-ში საქართველოს 64 ქულა ჰქონდა.

როგორც ანგარიშიდან - „თავისუფალი მსოფლიო 2021“-დან ირკვევა, შეფასების რეიტინგში გამოიყოფა ორი ინდიკატორი - პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების ნაწილები.

საქართველოს ორგანიზაციის საერთაშორისო შეფასები პოლიტიკურ ნაწილში, რომელიც 40 ქულიანია, თავისუფლების ხარისხით მხოლოდ 23 ქულით ფასდება, რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს, ქვეყანამ მაქსიმალური 60 ქულიდან მხოლოდ 37 მიიღო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული ქულები და სტატუსი არ ასახავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ არსებულ პირობებს, რომლებიც განხილულია ცალკეულ ანგარიშებში. „თავისუფლება მსოფლიოში“ აფასებს მოცემულ გეოგრაფიულ არეალში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დონეს, განურჩევლად იმისა, მათზე გავლენას ახდენს სახელმწიფო, არასახელმწიფო მოქმედი პირები თუ საგარეო ძალები. სადავო ტერიტორიები ზოგჯერ ცალკე განიხილება, თუ ისინი აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს, მათ შორის საზღვრები, რომლებიც საკმარისად სტაბილურია, რათა მოხდეს წლიური შედარება.

დოკუმენტსი ნათქვამია, რომ საქართველოში ტარდება რეგულარული და კონკურენტული არჩევნები. მისი დემოკრატიული ტრაექტორია აჩვენებს გაუმჯობესების ნიშნებს 2012–13 წლებში მთავრობის შეცვლის პერიოდში, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში უკუსვლა მოხდა. ოლიგარქიული გავლენა გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე, ხოლო კანონის უზენაესობა პოლიტიზირებულია. სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული.