ტრამპი: ობამას დროს ყირიმი წაიღეს, საქართველოს დიდი ნაწილი კი — ბუშის დროს, ჩემ დროს არაფერი წაუღიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Mark Levin Show-სთან ინტერვიუს დროს საქართველოც ახსენა. მან მსოფლიოში ტერიტორიული საკითხების კონტექსტში წინამორბედების მმართველობა გაიხსენა.


„ყირიმი ობამამ დათმო და ამის შესახებ არავინ საუბრობს. ეს მე რომ გამეკეთებინა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიქნებოდი. იმაზე საუბრობენ, რომ დონალდ ტრამპს პუტინთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. მე ყირიმი მისთვის არ მიმიცია. ყირიმი უზარმაზარია. ვიტყოდი, რომ ტეხასის ზომის არის. ის ულამაზესია და ობამას გამო დათმეს,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


„ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ხოლო საქართველოს დიდი ნაწილი კი — ბუშის დროს. მაგრამ ჩემ დროს არაფერი წაუღიათ. ვფიქრობ ეს [რუსეთ-უკრაინის ომი] მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანებოდა. ეს აღარ მოხდება. ამაზე არ ინერვიულოთ. ვნახოთ, რა მოხდება და როგორ მოგვარდება,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.