აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენები თითქმის სრულად დათვლილია.
ალიევს 2.7 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
მეორე ადგილი 1.8%-ით ზაჰიდ ორუჯმა დაიკავა, მე-3 ადგილზე კი მოსახლეობის 1.5%-ის მხარდაჭერით ფაზილ მუსტაფა გავიდა.
აზერბაიჯანის რიგგარეშე არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობდა.