სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან შეხვედრას მართავენ.
სომხური მედიის ცნობით, შეხვედრას ესწრებიან პარტია „სამშობლოს“ ლიდერი არტურ ვანეციანი, „დაშნაკცუთიუნიდან“ არცვის მინასიანი და „რესპუბლიკური პარტიიდან“ ვაგრამ ბაღდასარიანი, ასევე მოძრაობა „სამშობლოს გადარჩენიდან“ ვაზგენ მანუკიანი.
აღსანიშნავია, რომ როგორც სამშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, სარგსიანი არ აპირებს, ხელი მოაწეროს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროს ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ არმენ სარქისიანი არ მოაწერს ხელს ბრძანებულებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.