აშშ-მ რუსული ნავთობით მოვაჭრე ოთხ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 თებერვალს, ოთხი კომპანიისა და ერთი სატვირთო გემის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. მიზეზი ფასის ლიმიტის დარღვევაა.


აღნიშნული სამი კომპანია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (UAE) დარეგისტრირებული, ერთ კი - ლიბერიაში. ბოლო კომპანია, რომელიც სანქცირებული იყო OFAC-ის მიერ 2024 წლის იანვარში, ასევე ფასის ლიმიტის დარღვევისთვის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იყო რეგისტრირებული. აშშ სანქციებს უწესებს კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.


შეერთებულმა შტატებმა პირველი მსგავსი სანქცია გასული წლის ოქტომბერში აამოქმედა. ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია ფასების ლიმიტზე კონტროლის გამკაცრებისთვის.


რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.

ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ.  ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.