დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროცესში, კიევის საქალაქო საბჭომ უკრაინის დედაქალაქში კიდევ ათი ობიექტის სახელი შეცვალა.
რუსი მწერლის, მიხეილ ბულგაკოვის ქუჩა ამიერიდან ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სახელს ატარებს.
ევრომაიდნისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში საბჭოთა და რუსული მმართველობის დროს დაწესებული ქალაქების, ქუჩების, სოფლებისა და სხვა ობიექტების სახელთა ცვლილება დაიწყო. ეს პროცესი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კიდევ უფრო გააქტიურდა.