ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმას ცვლის

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმატს ცვლის. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თინათინ ბოკუცავამ აღნიშნა, ხვალ, კანცელარიის პიკეტირების ნაცვლად ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავამდე ავტომობილებით მსვლელობას გამართავს, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტამდე გადაიდო. ამის მიზეზად ბოკუჩავა იმას ასახელებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს შეთანხმების მისაღწევად 2 კვირა მისცა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის, საპროტესტო აქციების ორგანიზებისას.

ჩვენ, გუშინდელ შეხვედრაზე, ისევე როგროც დღევანდელ შეხვედრაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად, რომლის ინიცირებაც მოახდინა პირადი მედიატორობოთ პრეზიდენტ მიშელმა.

ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით, შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ, სადაც არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია. 13 მარტის აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.