კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში - 360

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დაფიქსირდა.

„თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7“,-განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულების რაოდენობა 18663-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი, საერთო რაოდენობა კი 143-ს შეადგენს.