შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმი ჩატარდება

შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას Dailysabah-ი ავრცელებს.

"დასრულდეს ექსტრემიზმი!" – მსგავსი მოწოდებით, ციურიხის მახლობლად არსებულ პატარა სოფელში, შეხვდებით წითელ ბილბორდებს. აღნიშნული ფრაზა თავსაბურავიანი, სახედაფარული ქალის პორტრეტს მიემართება.

ბილბორდი არის შვეიცარიის ექსტრემისტული მემარჯვენე სახალხო პარტიის (SVP) კამპანიის ნაწილი, რომელიც საჯარო სივრცეში სახის ჩადრით დაფარვის აკრძალვას გულისხმობს.

რეფერენდუმი ჩატარდება კვირას, 7 მარტს.

როგორც ცნობილია, გამოკითხვების თანახმად, შვეიცარიელების უმეტესობა რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებს და სახის დაფარვის აკრძალვას მხარს დაუჭერს.

"შვეიცარიაში ჩვენი ტრადიციაა, რომ შენ აჩვენო შენი სახე. ეს ჩვენი ძირითადი თავისუფლებების ნიშანია", - თქვა ვალტერ ვობმანმა, SVP-ის წევრმა და რეფერენდუმის კომიტეტის თავმჯდომარემ.