რა საკითხები განიხილეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და უკრაინის თავდაცვის საჭიროებები. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ არხზე დაწერა.


„სატელეფონო ზარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან. გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე ფრანგი ჰუმანიტარული მუშაკების ახლობლებს, რომლებიც დაიღუპნენ ხერსონის რეგიონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად და ვუსურვე დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება," - დაწერა ზელენსკიმ.


ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს და შეერთებულ შტატებს „საარტილერიო კოალიციის ამოქმედებისთვის, რომლის ფარგლებშიც პარიზი დაამზადებს და გადასცემს უკრაინას „კეისრის“ ტიპის ათეულობით საარტილერიო სისტემასა და მისთვის განკუთვნილ ჭურვებს.


„გარდა ამისა, ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მიღებული დეკლარაციის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტის მომზადებაზე. ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების აქტიური მომზადება აჩვენებს ევროპის ლიდერობას, მოტივაციას აძლევს უკრაინულ საზოგადოებას, უკრაინელ ჯარისკაცებს და
უგზავნის მძლავრ სიგნალებს რუსეთს, უკრაინის მიმართ ევროპის ურყევი მხარდაჭერის შესახებ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


საფრანგეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას 13 იანვარს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთის პრიორიტეტად რჩება.

მაკრონი კიევში უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს, საფრანგეთი უკრაინას შორის რადიუსის რაკეტებს მიაწვდის.