საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის129 600 დოზას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია COVAX პლატფორმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, საქართველომ შესაძლოა, დამატებით კიდევ 29 250 დოზაც მიიღოს.
ვაქცინის ქვეყანაში გამოგზავნის თარიღი პლატფორმაზე არ არის მითითებული.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა მარტს არ გადასცდება.