"მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით", - მის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავით ზალკალიანთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თურქეთის საგარეო საგარეო საქმეთა ინისტრმა აღნიშნა, ზალკანიანთან შეხვედრისას განიხილეს უსაფრთხოების საკითხები და ისაუბრეს „მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში სტაბილურობის დამყარების გზებზე“.
"განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ვისაუბრეთ მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში სტაბილურობის დამყარების ნაბიჯებსა და გზებზე. როგორც მოგეხსენებათ, დღის წესრიგში დადგა ასეთი წინადადება, 3+3 ფორმატი, საქართველოს აქვს დიდი რეზერვი და ჩვენ უნდა განვავითაროთ საქართველოსთან ურთიერთობა.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამხრივ თანამშრომლობას საქართველ-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის. ასევე, განვიხილეთ ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი ერზრუმის სტრატეგიული პროექტები, აგრეთვე თანამშრომლობა არა მარტო ჩვენს შორის, არამედ რეგიონისა და შუა აზიის ქვეყნებს შორისაც. რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო მშვიდობის დამყარებისთვის ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. როგორც მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით. დღეს განვიხილეთ არამარტო ჩვენს შორის არსებული ორმხრივი თანმშრომლობა, არამედ ვისაუბრეთ გლობალურ საკითხებზეც“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.