პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ზურაბიშვილმა ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა.


ადმინისტრაციის ეს განმარტება, მთავრობის წევრების მხრიდან, პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას მოჰყვა. ამავე განმარტების თანახმად, ალიევისადმი მისალოცი წერილი 9 თებერვლით არის დათარიღებული.