ნიდერლანდების ექსპრემიერმა და მისმა მეუღლემ, 93 წლის ასაკში, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს

ნიდერლანდების ექსპრემიერი, დრის ვან აგტი მეუღლესთან, ეუგენიასთან ერთად, ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა. ცოლ-ქმარი ბოლო ხანებში მძიმედ იყო ავად.

ნიდერლანდებში ევთანაზია 2022 წლიდან კანონით არის დაშვებული.

ვან აგტი 1970-იან წლებში პარტიას "ქრისტიან-დემოკრატიული მოწოდება" ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში 1977 წლიდან 1982 წლამდე მსახურობდა. შემდეგ წლებში ის იყო ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციის კომისარი, ევროკავშირის წარმომადგენელი იაპონიასა და აშშ-ში.


2019 წელს ვან აგტმა ინსულტი გადაიტანა, რომლის შემდეგაც მას ჯანმრთელობა სრულად აღარ აღუდგა. მისი მეუღლე, ეუგენიაც ბოლო წლებში ასევე მძიმედ ავადმყოფობდა. წყვილმა გადაწყვიტა, 70-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფიზიკური ტანჯვა შეეწყვიტათ და სიცოცხლე ევთანაზიით, "ხელიხელჩაკიდებულს" დაესრულებინათ.

ევთანაზია მძიმედ ავადმყოფი ადამიანებისთვის, სიცოცხლის ნებაყოფლობით, უმტკივნეულო დასრულების პროცედურას წარმოადგენს.