მოლდოვა აცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რუსული დრონი ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავდა

უკრაინის მეზობელ მოლდოვაში ჩამოვარდნილი რუსეთის დრონი ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავდა. ამის შესახებ მოლდოვის პოლიცია აცხადებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპსოიმ უკრაინაზე რუსეთის "ბარბაროსული თავდასხმები"დაგმო.


მოლდოვის პოლიციამ 12 თებერვალს განაცხადა, რომ "შაჰედის" ტიპის დრონის ნაწილების შემოწმებისას, 50 კილოგრამის მოცულობის ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.

დრონი მოლდოვის სამხრეთში მდებარე ქალაქ ეტულიას სიახლოვეს, უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა. პოლიციის თქმით, მოპოვებული და გაუვნებელყოფილია დრონის ყველა კომპონენტი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპსოიმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის "მუდმივი ბარბაროსული თავდასხმები" დაგმო პლატფორმაზე X.