თურქეთმა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

თურქეთმა და ბოსნია და ჰერცეგოვინამ სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadoly agency-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დოკუმენტს ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს რეგიონულ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიაში ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას.

თურქეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ფულადი დახმარების განაცხადის ოქმსაც მოაწერეს ხელი.

ორი ქვეყნის ძალოვანი უწყების მთავარმა წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დროს ხაზი გაუსვეს თურქეთსა და ბოსნია ჰერცეგოვინას შორის სამხედრო სწავლებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობას.