საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა (EMSC) განაცხადა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
ათენის გეოდინამიკის ინსტიტუტის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელასონადან 20 კმ-ის დაშორებით.
ამ დროისთვის, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ბიძგები საბერძნეთის მეზობელ ქვეყნებში - ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროშიც იგრძნობოდა.