აშშ-ის საელჩო დედის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს

„მას სჯეროდა ჩვენი და ამიტომ დავიჯერეთ ჩვენ საკუთარი თავის“, - პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი დედის, ჯინ ფინიგანის შესახებ საუბრობს. შესაბამის ტექსტს და ფოტოს ამერიკის საელჩო აქვეყნებს.

„დედის დღეს პატივისცემას გამოვხატავთ ყველა დედის მიმართ, რომელსაც თავისი შვილების რწმენა აქვს და შთააგონებს მათ, შეუდგნენ დიდ საქმეებს ცხოვრების განმავლობაში“, - ნათქვამია საელჩოს ტექსტში.