ავღანეთში, ადგილობრივი ტელევიზიის სამი ქალი თანამშრომელი მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი ჯალალაბადში, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ.
შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი პირი სერიოზულად დაშავდა.
გარდაცვლილები 18-დან 20 წლამდე იყვნენ, სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდათ და კერძო ტელეკომპანია Enikas-ის გახმოვანების განყოფილებაში მუშაობდნენ.
ტელევიზიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი ათი თანამშრომელი ქალიდან უკვე ოთხი მოკლეს, მათ შორის ტელეწამყვანი მალალაი მაივანდი, რომელიც ჯალალაბადში მძღოლთან ერთად ჩაცხრილეს. პასუხისმგებლობა ამ თავდასხმაზეც ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.