სამხრეთ კორეის პირველი ტრანსგენდერი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ კორეის პირველი ტრანსგენდერი ჯარისკაცი, რომელიც სამხედრო სამსახურიდან სქესის შეცვლის გამო გაათავისუფლეს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფომაციას BBC-ი ავრცელებს.

ტრანსგენდერი უფლებების დამცველის, ბიუნ ჰე-სუ-ს გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მან გასული წლის იანვარში, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო, თუმცა სამხედრო სამსახურში აღდგენის შესახებ უარი მიიღო.

დეკემბერში, კორეის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურიდან მისი გაშვების გადაწყვეტილება არ იყო სწორი და არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი.