NATO-ზე ტრამპის კომენტარებმა, „რესპუბლიკელებში“ უთანხმოება გამოიწვია - მედია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარებმა NATO-ს მოკავშირეების დაცვაზე უარის თქმის შესახებ, რესპუბლიკელებს შორის უთანხმოება გამოიწვია. ამის შესახებ უკრაინული მედია The Hill-ზე დაყრდნობით წერს.


რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ლანკფორდმა განაცხადა, რომ ის არანაირად არ ეთანხმება, რომ შეერთებულმა შტატებმა ზურგი აქციოს მოკავშირეებს. რესპუბლიკელი სენატორი ჯონი ერნსტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა წაახალისოს ოპონენტები მსგავსი განცხადებებით.


ტრამპის კომენტარებმა, დემოკრატებში შეშფოთება გამოიწვია, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი გარანტიები, გარდა იმისა, რომ აეკრძალოს აშშ-ის პრეზიდენტს NATO-დან კონგრესის თანხმობის გარეშე გასვლა, თუმცა რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო, რომელიც კანონმდებლობის ავტორი იყო, აღნიშნა, რომ კანონმდებლებმა უნდა უზრუნველყონ გარანტიები ვაშინგტონის ვალდებულებების გარშემო.