NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა ალიანსთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.
მან უპასუხა Financial Times-ის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ალიანსის გენერალურ მდივანს, რომ დონალდ ტრამპის განცხადებებმა, რომლებიც ძირს უთხრის მეხუთე მუხლს, უფრო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა ამერიკელი და ევროპელი ჯარისკაცები.
„კრემლის წახალისება საიმისოდ, რომ თავს დაესხას NATO-ს რომელიმე წევრს ან ალიანსის ტერიტორიას, მართლაც დიდ საფრთხეში აყენებს ჩვენს ჯარისკაცებს, ამერიკელ ჯარისკაცებს და ჩვენი ალიანსის ჯარისკაცებს. ასეთი განცხადებები სახიფათო და გულწრფელად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლოა,“ - განაცხადა სმიტმა.