ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანაში გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია, არამედ, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ სწორად იქცევა, როცა მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ.
„რუსეთის ამ ნაბიჯში გასაკვირი არაფერია. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მე სწორად ვიქცევი - ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისადმი, წარმატებაა და ეს ავნებს რუსეთს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტების „კრებული“ არ შეცვლილა,“ აღნიშნავს კალასი.
ესტონეთის პრემიერის თქმით, კრემლი ახლა იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მისი და სხვების გაჩუმებას - მაგრამ ეს ასე არ იქნება. „პირიქით, მე გავაგრძელებ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. მე გავაგრძელებ ევროპის თავდაცვის გაზრდის მხარდაჭერას," - წერს კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.