"Novavax-თან ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "დღის კურიერში " განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს. ეს შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამას წინ არაფერი უდგას.
"Novavax-თან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე. ეს კი, დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. წინასწარი მონაცემებით, ამას წინ არაფერი უდგას. ეს, პრაქტიკულად გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის საკითხს. საქართველომ novavax-თან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია, რასაც გვსაყვედურობენ ოპონენტები, რატომ დიდი ხნით არ დაიწყეთ კომუნიკაციაო. ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ არსებული ინფორმაციით Novavax-ითაც ორჯერ აცრა იქნება საჭირო,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.