იტალიაში საქართველოს მოქალაქე მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიაში მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

დანაშაული გასულ კვირას, ვიჩენცის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა.

პოლიციის დროული ჩარევის შედეგად 30 წლის ბ.ს. დააკავეს, რომელსაც სამი მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 1000 ევროზე მეტი იყო. მოსამართლემ 30 წლის ქართველ კაცს პატიმრობა შეუფარდა.

პოლიციის ცნობით, დაკავებულს 31 წლის თანამზრახველი ჰყავდა, რომელსაც ბინადრობის მოწმობა წესრიგში აქვს და დანაშაულში თანამონაწილეობა ედება ბრალი. მესამე ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და პოლიცია ამ დრომდე ეძებს.