ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანია ავრცელებს ოფიციალურ მიზეზს, რის გამოც ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა.
„აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ," - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისიდან ბარსელონაში მიმავალი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნეს.