ილჰამ ალიევმა, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტი მეხუთედ დაიკავა, ფიცი დადო. ინაუგურაცია აზერბაიჯანის პარლამენტის, მილი მეჯლისის საგანგებო სესიაზე დღეს გაიმართა.
აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყნის მთავრობა უნდა გადადგეს, რის შემდეგაც ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება.
7 თებერვალს გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევმა ხმების 92%-ზე მეტი მიიღო. 13 თებერვალს, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაადასტურა.