ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, გერმანია თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს დახარჯავს

1990-იანი წლების შემდეგ პირველად, გერმანია, NATO-ს მიზანს მიაღწია და საკუთარი მშპ-ს 2%-ს თავდაცვისთვის გამოყოფს. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გააკეთა.


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ 18 ქვეყანა დააკმაყოფილებს 2%-იან მიზანს. ხუთშაბათს ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ცალკე შეხვედრა, რომელსაც შეერთებული შტატები უმასპინძლებს, ოთხშაბათს გაიმართება.