ერდოღანი ეგვიპტეში 12 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში ჩავიდა, იუწყება თურქული მედია. ერდოღანს კაიროს საერთაშორისო აეროპორტში ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ ფატაჰ ელ-სისი და თურქეთის ელჩი სალიჰ მუტლუ სენი დახვდნენ. ერდოღანს თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშეკი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იასარ გიულერი და სხვა პირები.


ორშაბათს ერდოღანმა განაცხადა, რომ ეგვიპტელ კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილავენ „ყველა ძალისხმევას“ ღაზას სექტორში „სისხლისღვრის“ შესაჩერებლად, ხოლო თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-მ დაწერა, რომ შეხვედრები ასევე ეხება ეკონომიკურ, სავაჭრო, ტურიზმის, ენერგეტიკისა და თავდაცვის საკითხებს. ეს არის თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ეგვიპტეში, 2012 წლის შემდეგ.

როგორც ცნობილია, ერდოღანი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და ღაზის სექტორში ომის დანაშაულებში სდებს ბრალს. მისი ეს პოზიცია ისრაელის მოწინააღმდეგე ირანის პრეზიდენტმა მოიწონა, როდესაც ებრაჰიმ რაისი ანკარაში ვიზიტით იმყოფებოდა.