გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე რომაული ყაზარმის ანალოგის მშენებლობა დასრულდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ეს იქნება ახალი სამუზეუმო სივრცე, სადაც გონიოს ციხის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, „გაცოცხლებული" რომაელი ჯარისკაცების ყოფა-ცხოვრება ნახონ.
შენობაში განთავსდება ჯარების მეთაურის ოთახი, ჯარისკაცების საძინებელი, იარაღის შესანახი ოთახი, რომაული სამზარეულო და სხვა დამხმარე სათავსოები. პარალელურად მიმდინარეობს გონიო-აფსაროსის სამუზეუმო სივრცის განახლების და პეტრას ციხეზე ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობის სამუშაო, სადაც განთავსებული იქნება გონიოსა და პეტრას ციხეზე აღმოჩენილი არტეფაქტები. სამუშაო მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.