ალექსეი ნავალნის პირველი შეტყობინება - ის ვლადიმირის მხარეში მდებარე საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ მოსკოვიდან ეტაპირების შემდეგ, Instagram-ის გვერდზე პირვლი შეტყობინება გამოაქვეყნა.

შეტყობინების საფუძველეზე, ცნობილი ხდება, რომ ნავალნი საგამოძიებო იზოლატორში ვლადიმირის მხარეში იმყოფება.

ნავალნი საგამოძიებო იზოლატორიდან იტყობინება, რომ მასთან ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ჯერჯერობით არ იღებს წერილებს და გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე ცოტა იცის.

"ჯერ წერილები არ მიმიღია და კიდევ უფრო ნაკლებად ვიცი იმის შესახებ, რაც გარე სამყაროში ხდება, ვიდრე მოსკოვში ყოფნის დროს", - წერს ნავალნი.

გარდა ამისა, ოპოზიციონერს ჯერჯერობით არ შეუძლია საკვების შეკვეთა ციხის ჯიხურიდან. მისი თქმით, მასთან ერთად საკანში იმყოფებიან ქურდობისა და თაღლითობისთვის გასამართლებულები.

წერილის ბოლოს ნავალნი წერს, "ნუ დაივიწყებთ ჯანსაღ კვებას".

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრი და „რეჟიმული“ დაწესებულებაა რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სისტემაში.