"როცა საქმე საქართველოს ეხება, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს", - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად კი ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი, მაიკლ კარპენტერი Twitter-ზე წერს.
"როდესაც საქმე ეხება საქართველოს რესპუბლიკას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ დიალოგს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის" - წერს მაიკლ კარპენტერი.