ზელენსკი გერმანისა და საფრანგეთს ეწვევა

გერმანიასა და საფრანგეთში 16-17 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.


„16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიასა და საფრანგეთს ეწვევა და გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს გამართავს,“ -აცხადებენ ზელენსკის ადმინისტრაციაში.


გავრცელებული ინფორმაციით, 17 თებერვალს, ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრებს და მის ფარგლებში რამდენიმე ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. კერძოდ, დაგეგმილია მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებსა და ბიზნესმენებთან.