"საქართველოს საგარეო უწყება ქვეყნის მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე გერმანიის შემდეგ ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან მუშაობს", - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა განაცხდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება პირობა, რომ საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ და საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.
„ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ე.წ. ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით და ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაიძულებთ დატოვონ ქვეყანა. პირიქით, სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ამ შეთანხმების, რომელიც გაფორმდება ამ ქვეყნებთან, შემადგენელი ნაწილი იყოს ის, რომ ეს არის არა სამუდამო წასვლა, არამედ იმ პირობით წასვლა, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, როგორც კვალიფიკაცია ამაღლებული ადამიანები და საკუთარ ქვეყანას მოახმარონ გამოცდილება, რომელსაც ქვეყნის გარეთ შეიძენენ. მერწმუნეთ, რომ ყველაფერია გათვალისწინებული ისე, რომ მათი უფლებები იყო დაცული და ასევე ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა ზალკანიანმა.