მოლდოვა მზადაა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალი პარტია მიაწოდოს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალი პარტია მიაწოდოს.

ამის შესახებ სანდუმ შინაგან საქმეთა ევროკომისართან ილვა იოჰანსონთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება მოლდოვის გამოცემა Newsmaker-ი.

სანდუ იოჰანსონს კიშინიოვში 15 თებერვალს შეხვდა.


„მხარეებმა განიხილეს მოლდოვის ევროპული გზა, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოებისა და მიგრაციის პრობლემები და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის არსებული რისკები,“ - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სანდუმ ნოემბერში უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მოლდოვა ოკუპაციისგან მხოლოდ უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით გადარჩა.