13 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც 13 წლის ბავშვს ფოტოების გადაღებას და მისთვის გაგზავნას სთხოვდა. მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კაცს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გარყვნილი ქმედება და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელება) წარედგინა.


„დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით, 13 წლის არასრულწოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა კომპიუტერულ ტექნიკაში.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის მასალას," - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.