ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 133 ადამიანს დაუდასტურდა, 276 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 10678 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5456, PCR ტესტით - 5222.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271,872-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266,081-ს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3553-მდე გაიზარდა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,25%, ბოლო 14 დღის - 1,65%, ბოლო 7 დღის - 1,25%
ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 316 კოვიდინფიცირებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1426, კლინიკურ სასტუმროში კი - 150.