აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსულ ციხეში, ერთი კაცის კომპლექსი და შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას
ბლინკენის თქმით, ათ წელზე მეტია, რუსეთის მთავრობა და ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის დევნიდნენ, წამლავდნენ და აპატიმრებდნენ.
„ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ალექსეი ნავალნის შესახებ ბევრ სხვა ქვეყანასთან ვისაუბრებთ, მით უმეტეს, თუ ეს ცნობები სიმართლე აღმოჩნდება,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალება თუ დადასტურდა, ეს იქნება საშინელი ტრაგედია.