14 წლის მოზარდის აღმოჩენამ შესაძლოა, Covid-19–ისგან განკურნებას შეუწყოს ხელი

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში Covid-19 გაჩნდა მეცნიერები ცდილობენ, შექმნან დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა და კონკრეტული პრეპარატი. როგორც CNN იუწყება, სადღეისოდ ამ მეცნიერთა რიგებს 14 წლის მოზარდიც შეუერთდა, რომლის აღმოჩენამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით შესაძლოა, გარღვევა მოახდინოს.

"ცოტა ხნის წინ ტეხასის შტატის ქალაქ ფრისკოში მცხოვრებმა ანიკა ჩებროლუმ "2020 3M Young Scientist Challenge"–ში გაიმარჯვა აღმოჩენისთვის, რომელმაც შესაძლოა, Covid-19–ისგან განკურნებას შეუწყოს ხელი. კერძოდ, ანიკამ გამოიყენა სილიციუმის მეთოდი ტყვიის მოლეკულის აღმოსაჩენად, რომელსაც შეუძლია, შერჩევით დაუკავშირდეს SARS-CoV-2–ის ვირუსის ცილას", – იუწყება CNN.

როგორც ანიკა აცხადებს, "თავდაპირველად მისი მიზანი იყო სილიციუმის მეთოდის გამოყენება ტყვიის ნაერთის იდენტიფიცირებისთვის, რომელიც შეიძლება, დაუკავშირდეს გრიპის ვირუსის ცილას".

"სადღეისოდ არსებული უმძიმესი ვითარების გამო, რომელსაც Covid-19–ის პანდემია იწვევს, მე ჩემი მენტორის დახმარებით, შევცვალე მიმართულება გრიპის ვირუსიდან SARS-CoV-2–ის ვირუსისკენ", – დასძინა მან.

"​ანიკას სურვილი, გამოიყენოს თავისი დრო და ნიჭი, რომ სამყარო უკეთესი გახადოს, ყველას იმედს გვაძლევს", – განუცხადა CNN–ს მეცნიერმა სინდი მოსმა, რომელიც "2020 3M Young Scientist Challenge"–ს ჟიურის წევრი იყო.

როგორც 14 წლის გოგო აცხადებს, მისი შემდეგი მიზანია მეცნიერებთან და მკვლევარებთან ერთად მუშაობა, რომლებიც პანდემიის კონტროლისთვის იბრძვიან.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.