პირველად მსოფლიო ისტორიაში, NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა

პირველად მსოფლიო ისტორიაში, NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა. საუბარია ბრუნო ვეფხვაძის ნახატის - „რომაული გაზაფხულის“ ციფრულ ასლზე. თავად ნახატი Sotheby's აუქციონზე 30 000 დოლარად გაიყიდა.

კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან პლანეტათაშორისი სადგური აფრინდა. ორბიტაზე ეს მოწყობილობა რაკეტა Falcon 9-მ გაიტანა. დაახლოებით 48 წუთში რაკეტა მთვარის ე.წ. გარდამავალ ორბიტაში შევიდა და 22 თებერვალს მთვარეზე, კრატერ მელაპერტის ახლოს დაჯდება.

თავისი ნახატის მთვარეზე გაგზავნის შესახებ „შაბათ-კვირის დილის“ ეთერში თავად მხატვარმა ისაუბრა.