ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს.
ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„იგი ყალბი ბრალდებით დააკავეს, აკრძალული ნერვული აგენტით მოწამლეს და არქტიკის კოლონიაში გაგზავნეს. რუსული სისტემის სასტიკ ბუნებაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. მისი სიკვდილი სრულად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი სამინისტროში 16 თებერვლის საღამოს დაიბარეს.
„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ,“ - აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.
„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.
ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.