პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა.

„მადლობა გადავუხადე სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ ტომ ტილისს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროკავშორსა და NATO-ში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. ასევე, განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ხაზი გაესვა რუსეთის საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ,“ წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.