"აშშ განაახლებს დემოკრატიას, რადგან დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის", - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ამერიკას აქვს ძალა და უნარი ხელი შეუწყოს მსოფლიოში დემოკრატიული პორცესების გაუმჯობესებას.
„ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მაგალითს და ძალას და მოვუწოდებთ სხვებს ძირითადი რეფორმების განხორციელებისას გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და უსამართლობას. ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. თუმცა, ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას ძვირიანი სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით. ჩვენ ეს ტაქტიკები წარსულში ვცადეთ. როგორი კეთილი ზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ამან არ იმუშავა", - აცხადებს ბლინკენი.
მისი თქმით, დემოკრატია მყიფეა და ეს ხალხმა ნახა. ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყნები უფრო სტაბილური, ღია და უკეთესი პარტნიორები არიან აშშ-სთვის.
„ასეთი ქვეყნები მეტად არიან ერთგული ადამიანის უფლებების მიმართ და ნაკლებად მიდრეკილი კონფლიქტისკენ. როდესაც დემოკრატია სუსტია, მთავრობებს არ შეუძლიათ საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფა ან ქვეყანა იმდენად პოლარიზებული ხდება, რომ რთულია რაიმეს გაკეთება, რადგან ისინი უფრო მოწყვლადები ხდებიან ექსტრემისტული მოძრაობების მიმართ შიგნიდან და გარე ჩარევის წინაშე. ისინი ნაკლებად სანდო პარტნიორები ხდებიან აშშ-ისთვის. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ არის“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, ძლიერი საზღვრები ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტია, კანონები კი დემოკრატიის საფუძველი.
სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა ღირსეულად იბრუნებს იმ ადგილს, რომელიც მას ეკუთვნის. მისი თქმით, ამერიკას აქვს უნიკალური ძალა გააერთიანოს ქვეყნები პრობლემების მოსაგვარებლად.
„ამერიკის ხელმძღვანელობას და ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს მეგობრებს უხარიათ, რომ ჩვენ დავბრუნდით, რადგან ამერიკას უნიკალური ძალა აქვს გააერთიანოს ქვეყნები პრობლემების მოსაგვარებლად. პრობლემების, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვერ გადაწყვეტს. გვინდა თუ არა ეს, სამყარო ვერ აწესრიგებს თავის თავს.
როცა ჩვენ (ამერიკელები) უკან ვიხევთ ორიდან ერთი ხდება ხოლმე: პირველი, სხვა ქვეყანა ცდილობს ჩვენი ადგილის დაკავებას, მაგრამ არა ისე, რომ ის ჩვენ ინტერესებს და ღირებულებებს იზიარებდეს. მეორე, ისეთივე ცუდია, როცა არავინ დგამს ნაბიჯს, რის გამოც ჩვენ ვიღებთ ქაოსს და საშიშ ვითარებას. ასეა თუ ისე, ეს არ არის კარგი ამერიკისთვის.“- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
როგორც ბლინკენი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნავს, ახლა მსოფლიოს სჭირდება ქვეყნების ერთობა, რათა მოხდეს არსებული გამოწვევებთან და პრობლემებთან გამკლავება. მეტიც, ის ფიქრობს, რომ არსებულ გამოწვევებს ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება.
"ქვეყნებთან თანამრშობლობა ჩვენ ახლა უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე. გლობალურ გამოწვევას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე, მხოლოდ ერთი ერი დამოუკიდებლად ვერ შეხვდება. მათ შორის ვერც ისეთი ძლიერი ქვეყანა როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. არცერთი კედელი არ არის საკმარისად მაღალი ან ძლიერი, რომ შეაჩეროს ცვლილებები, რომლებიც გარდაქმნის ჩვენს სამყაროს" ,- აცხადებს ბლინკენი.