დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები უკრაინისთვის ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე დრონების მიწოდებას გეგმავენ - Bloomberg

გაერთიანებული სამეფო მუშაობს რიგ ქვეყნებთან, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან, რათა უკრაინას ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონეათასობით ახალი თვითმფრინავი მიაწოდოს. ამ დრონებს შეუძლია, ერთდროულად გაუმკლავდეს რუსულ სამიზნეებს.

Bloomberg-ი წერს, რომ დასავლელი სპეციალისტები, რომლებიც ამ ტექნოლოგიას ავითარებენ, აცხადებენ, რომ თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნა შესაძლებელია მომდევნო თვეების განმავლობაში, თუმცა ვადები შეიძლება, შეიცვალოს.


პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე თვითმფრინავები განლაგდებიან დიდ ფლოტებში, რომლებიც ერთმანეთს რუსულ პოზიციებზე დასამიზნებლად დაუკავშირდებიან, თითოეული მათგანის გაკონტროლებას ოპერატორი არ დასჭირდება. ადამიანები, რომლებიც ამ ტექნოლოგიას ავითარებენ, თვლიან, რომ დრონს შეუძლია, უკრაინას მისცეს შესაძლებლობა, რუსული პოზიციები ეკიპაჟის გარეშე ჩაახშოს.

შეგახსენებთ, 15 თებერვალს, ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს, პარტნიორებმა უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის მიწოდება დაგეგმეს.