ადმირალმა რობ ბაუერმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ აღიარა, რომ დასავლეთი "ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი 2023 წლის ომის მიმართ.“ ადმირალის თქმით, დასავლეთს სჯეროდა, რომ „თუ უკრაინელებს მისცემდნენ საჭირო საბრძოლო მასალას და წვრთნებით უზრუნველყოფდნენ, ისინი გაიმარჯვებენ“.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ 2024 წელს ზედმეტად პესიმისტები არ ვიყოთ.” აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინა ჯერ კიდევ სუვერენული სახელმწიფოა და რომ უკრაინელებმა უკან დაიბრუნეს 50 პროცენტი, რაც რუსებმა წაიღეს 2022 წელს,“ - აღნიშნა ბაუერმა.
როგორც Financial Times-ი წერს, თორმეტი თვის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დელეგატებმა ოპტიმიზმი გამოთქვეს უკრაინის პერსპექტივების შესახებ, რადგან დასავლეთმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა კიევს რუსეთთან ომში "რამდენი ხანიც უკრაინას დასჭირდებოდა." წელს, ეს ოპტიმიზმი ჩრდილქვეშ მოექცა.